საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-10 პუნქტის, "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, როცა მარეგულირებელის მარჯვენა ხელი წინ არის გაშვერილი: ა) მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს იმოძრაოს მარცხნივ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს - ყველა მიმართულებით; ბ) მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ; გ) მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია; დ) ქვეითს უფლება აქვს გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგულირებლის ზურგს უკან. მოცემულ სიტუაციაში, მარეგულირებლის სიგნალი მობრუნების ნებას რთავს მარცხენა გვერდიდან მოახლოებულ მსუბუქ ავტომობილს, მაგრამ საგზაო ნიშნი 3.1 '"შესვლა აკრძალულია" ამ მანევრის შესრულების საშუალებას არიძლევა და გზაჯვარედინზე მობრუნების უფლება არც ერთი ავტომობილის მძღოლს არაქვს.