საქართველოს სახემწიფო სტანდარტის № 25478-91 "ავტოსატრანსპორტო
საშუალებები. ტექნიკური მდგომარეობისადმი მოთხოვნები მოძრაობის
უსაფრთხოების პირობებიდან გამომდინარე. შემოწმების მეთოდები"-ს 1.5 პუნქტის
თანახმად, აკრძალულია ექსპლუატაცია, თუ სადგომი სამუხრუჭე სისტემა ვერ
უზრუნველყოფს აღჭურვილ მდგომარეობაში მყოფი მსუბუქი ავტომობილების და
ავტობუსების უძრავ მდგრადობას დაღმართზე 23% - მდე დახრილობის ჩათვლით.
ხოლო ამავე სტანდარტის 4.1 პუნქტის თანახმად, აკრძალულია ავტოსატრანსპორტო
საშუალებების ექსპლუატაცია, თუ მინის მწმენდები არ მუშაობენ დადგენილ
რეჟიმში. მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის ექსპლუატაცია აკრძალულია
ორივე ზემოთ ჩამოთვლილი უწესივრობის შემთხვევაში.