საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად გამაფრთხილებელი ნიშნები: - 1.19 "ორმხრივი მოძრაობა” გვაფრთხილებს გზის მონაკვეთის დასაწყისზე, სადაც საპირისპირო მოძრაობაა. - 1.18.1 "გზის შევიწროება” გვაფრთხილებს, რომ წინ გზის შევიწროებული მონაკვეთია. - 1.6 "თანაბარ მნიშვნელოვანი გზების გადაკვეთა" გვაფრთხილებს, რომ ვუახლოვდებით გზაჯვარედინს თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთით.