საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად, ურელსო სატრანსპორტო საშუალების გასწრება ნებადართულია მხოლოდ მარცხენა მხრიდან, ხოლო იმ სატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომლის მძღოლმაც მისცა მარცხნივ მოხვევის სიგნალი და შეუდგა ამ მანევრის შესრულებას, წარმოებს მარჯვენა მხრიდან. მოცემულ სიტუაციაში წითელი ავტომობილის მძღოლი არარღვევს საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს.