საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, გაჩერება აკრძალულია რკინიგზის გადასასვლელზე, გვირაბში, აგრეთვე ესტაკადაზე, ხიდზე, გზაგამტარზე (თუ მოცემული მომართულებით მოძრაობისათვის სამ ზოლზე ნაკლებია) და მათ ქვეშ.მოცემულ სიტუაციაში, ესტაკადაზე გაჩერებული ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გაჩერდა საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნათა დარღვევით.