საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", მე-3 პუნქტის, 3.20 ქვეპუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.20 "გასწრება აკრძალულია” კრძალავს ყველა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას, გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა და იმავე პუნქტის განმარტებების თანახმად 3.20 ნიშნის მოქმედება ნიშნის დადგმის ადგილიდან მის შემდეგ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში, თუ არარის გზაჯვარედინი – დასახლებული პუქტის ბოლომდე. ნიშნების მოქმედება არწყდება გზასთან მიმდებარე ტერიტორიების გამოსასვლელთან და საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არდგას სათანადო ნიშანი. მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა გასწრება შეიძლება დაიწყოს საგზაო ნიშნის "დასახლებული პუნქტის დასასრულის" შემდეგ.