საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-ე მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია გზის მარჯვენა მხარეს გვერდულზე, ხოლო თუ ის არარის - სავალი ნაწილის ნაპირთან. გზის მარცხენა მხარეს გაჩერება და დგომა ნებადართულია დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია შუაში, ტრამვაის ლიანდაგის გარეშე. ხოლო იმავე კანონის საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის 1 თავის "საგზაო ნიშნები" 5.15 და 7.6.3 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 5.15 " დგომის ადგილი" და 7.6.3 "სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი" მსუბუქი ავტომობილის ტროტუარზე გაჩერების ნებას იძლევა .