საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 7.1.1 პუნქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" მიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე, ან წინ, მოძრაობის მიმართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე (ადგილამდე). მოცემულ სიტუაციაშია გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნის 1.16 "უსწორმასწორო გზა" ქვეშ დადგმული დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე", წარწერით 50 მეტრი ,მძღოლს აწვდის ინფორმაციას, რომ საგზაო ნიშნიდან 50 მეტრის შემდეგ დაიწყება უსწორმასწორო გზა.