საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-10 პუნქტის, "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, როცა მარეგულირებლის მარჯვენა ხელი წინ არის გაშვერილი: ა) მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს იმოძრაოს მარცხნივ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს - ყველა მიმართულებით; ბ) მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ; გ) მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია; დ) ქვეითს უფლება აქვს გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგულირებლის ზურგს უკან. მოცემულ სიტუაციაში, ისრით ნაჩვენები მიმართულებით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს ორივე ტრამვაის და მსუბუქი ავტომობილის მძღოლს.