"საგზაო მოძრაობის შესახებ" 1968 წლის 8 ნოე,ბრის ვენის კონვენციის 23-ე მუხლის 5-ე პუნქტის თანახმად სავალ ნაწილზე გაჩერებული სატრანსპორტო საშუალება აღნიშნული უნდა იყოს გარკვეულ მანძილზე ყველაზე მოსახერხებელ ადგილზე დადგმული ერთი მოწყობილობით მაინც მძღოლების დროული გაფრთხილებისათვის: ა. თუ ღამით სატრანსპორტო საშუალება სავალ ნაწილზე გაჩერდა ისეთ პირობებში, რომ მიახლოებულ მძღოლებს არშეუძლიათ ამგვარი დაბრკოლების შემჩნევა. ბ. თუ სხვა შემთხვევაში მძღოლი იძულებულია გააჩეროს თავისი სატრანსპორტო საშუალება ადგილზე, სადაც გაჩერება აკრძალულია. ხოლო საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების 7-ე თავის 7.2 პუნქტის თანახმად საავარიო გაჩერების ნიშანი უნდა დაიდგას სატრანსპორტო საშუალებიდან იმ მანძილზე, რომელიც კონკრეტულ პირობებში უზრუნველყოფს სხვა მძღოლების დროულ გაფრთხილებას საშიშროების შესახებ, მაგრამ ეს მანძილი დასახლებულ პუნქტში არუნდა იყოს 15 მეტრზე, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში – 30 მეტრზე ნაკლები.