საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 2.4 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 2.4 "დაუთმე გზა" ავალდებულებს მძღოლს გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას, ხოლო 7.13 დაფის არსებობისას - მთავარ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. იმავე თავის 7.1.1 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" მიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე ან წინ, მოძრაობის მიმართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე (ადგილამდე). მოცემულ სიტუაციაში საგზაო ნიშანები 2.4 და 7.1.1 მძღოლს აწვდიან ინფორმაციას, რომ ნიშნიდან 200 მეტრში უახლოვდება გადამკვეთ ქუჩას, სადაც ვალდებულია გზა დაუთმოს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებას.