საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად, ურელსო სატრანსპორტო საშუალების გასწრება ნებადართულია მხოლოდ მარცხენა მხრიდან, ხოლო იმ სატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომლის მძღოლმაც მისცა მარცხნივ მოხვევის სიგნალი და შეუდგა ამ მანევრის შესრულებას, წარმოებს მარჯვენა მხრიდან. ხოლო იმავე თავის 28-ე მუხლის, მე-4 პუნქტის თანახმად, მძღოლი მოძრაობს რაც შეიძლება ახლოს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან. აკრძალულია მარცხენა ზოლის დაკავება, როცა მარჯვენა ზოლი თავისუფალია. მოცემულ სიტუაციაში მოტოციკლის მძღოლს შეუძლია გადავიდეს მარჯვენა ზოლში და გააგრძელოს მოძრაობა ნებადართული ნებისმიერი სიჩქარით. საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს არღვევს მსუბუქი ავტომობილის მძღოლი.