საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-ე მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია გზის მარჯვენა მხარეს გვერდულზე, ხოლო თუ ის არარის - სავალი ნაწილის ნაპირთან, გზის მარცხენა მხარეს გაჩერება და დგომა ნებადართულია დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია შუაში, ტრამვაის ლიანდაგების გარეშე და გზაზე, სადაც ცალმხრივი მოძრაობაა. ხოლო იმავე კანონის საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 3.28 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.28 "დოგმა აკრძალულია” კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას და მისი მოქმედება ვრცელდება ნიშნის დადგმის ადგილიდან მის შემდეგ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში, თუ არარის გზაჯვარედინი – დასახლებულ პუნქტის ბოლომდე. მოცემულ სიტუაციაში, დგომის წესებს არღვევს ორივე სატრანსპორტო საშუალება.