საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 7.1.1 პუნქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" მიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე, ან წინ, მოძრაობის მიმართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე (ადგილამდე), ხოლო იმავე თავის 7.2.1 პუნქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) 7.2.1 "მოქმედების ზონა" მიუთითებს გამაფრთხილებელი ნიშნებით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს, ან ამკრძალავი და საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნების მოქმედების ზონას. მოცემულ სიტუაციაში გამაფრთხილებელი ნიშნის 1.12.2 "სახიფათო მოსახვევები" ქვეშ დგას დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) 7.2.1 "მოქმედების ზონა", რომელიც გვიჩვენებს, რომ სახიფათო მოსახვევებიანი გზის სიგრძე 150 მეტრია.