საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "ბ" ქვეპუნქტის თანახმად: ბ) შუქნიშნის დამატებით სექციაში ყვითელ, ან წითელ სიგნალთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაობისას მძღოლი გზას უთმობს შუქნიშნის ძირითად მწვანე სიგნალზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. იმავე მუხლის I პუნქტის თანახმად, მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევისას მძღოლი ვალდებულია გზა დუთმოს ქვეითს, რომელიც გზის იმ სავალ ნაწილზე გადადის, სადაც ის უხვევს, აგრეთვე ველოსიპედისტს, რომელიც კვეთს ამ სავალ ნაწილს საველოსიპედო ბილიკიდან. მოცემულ სიტუაციაში, საგზაო მოძრაობის მონაწილეები გზაჯვარედინს დატოვებენ შემდეგი თანმიმდევრობით: ველოსიპედისტი, ტრაქტორი, მსუბუქი ავტომობილი.