საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად, მოძრაობის დაწყების, ზოლიდან ზოლში გადასვლის, მოხვევის (მობრუნების) და გაჩერების წინ, მძღოლი ვალდებულია ჩართოს სიგნალების შესაბამისი მიმართულების შუქური მოხვევის მაჩვენებლები, ხოლო თუ ისინი არარის, ან გამოსულია მწყობრიდან, ანიშნოს ხელით. მოცემულ სიტუაციაში ავტომობილის მძღოლი ვალდებულია მარჯვენა მოხვევის შუქური გამაფრთხილებელი სიგნალი ჩართოს, როგორც გზაჯვარედინზე შესვლამდე, ისე გზაჯვარედინიდან გამოსვლის წინ.