საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 28-ე მუხლის, მე-4 პუნქტის თანახმად მძღოლი მოძრაობს რაც შეიძლება ახლოს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან. აკრძალულია მარცხენა ზოლის დაკავება, როცა მარჯვენა ზოლი თავისუფალია. მოცემულ სიტუაციაში მძღოლს უფლება აქვს იმყოფებოდეს მხოლოდ მარჯვენა უკიდურეს ზოლზე.