საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 2.6 პუნქტის თანახმად პრიორიტეტის ნიშანი 2.6 "საპირისპირო მოძრაობის უპირატესობა" კრძალავს გზის ვიწრო მონაკვეთზე შესვლას, თუ ეს აძნელებს საპირისპირო მოძრაობას. მძღოლი გზას უთმობს შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც იმყოფება გზის ვიწრო მონაკვეთზე ან მის მოპირდაპირე მისასვლელთან. საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების თანახმად საგზაო ნიშანი 2.6 იდგმება უშუალოდ გზის ვიწრო უბნის წინ ან წინასწარ 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე” დამატებითი ინფორმაციის ნიშანთან (დაფასთან) ერთად. მოცემულ შემთხვევაში საგზაო ნიშანი 2.6 "საპირისპირო მოძრაობის უპირატესობა" იდგმება უშუალოდ გზის ვიწრო უბნის წინ.