საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "გ” ქვეპუნქტის თანახმად, გასწრება აკრძალულია რკინიგზის გადასასვლელზე და მის წინ, 100 მეტრზე ახლოს. მოცემულ სიტუაციაში გამაფრთხილებელი საგზაო ნიშანი 1.1 "რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი დამატებითი ინფორმაციის დაფით 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე” გვაძლევს ინფორმაციას, რომ ნიშნიდან რკინიგზის გადასასვლელამდე დარჩა 100 მეტრი, ამიტომ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს არშეუძლია შეასრულოს გასწრება.