საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის 1 თავის "საგზაო ნიშნები" 4.7 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 4.7 "მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა" ნებას რთავს მძღოლს იმოძრაოს ნიშანზე მითითებული ან მეტი სიჩქარით. ხოლო იმავე კანონის 29-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "ბ"' ქვეპუნქტის თანახმად დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია მოძრაობა საქალაქთაშორისო, მცირე ზომის ავტობუსისა და მოტოციკლისა, ყველა გზაზე - არა უმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით; მოცემულ სიტუაციაში საგზაო ნიშანი 4.7 "მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა" დამატებითი ინფორმაციის დაფით 7.14 "მოძრაობის ზოლი" მიუთითებს, რომ აღნიშნულ ზოლზე შეიძლება მოძრაობა არანაკლები 60 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო მაქსიმალურსიჩქარედ მოძრაობის წესებით განსაზღვრულია 90კმ/სთ-ში.