საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", მე-3 პუნქტის 3.20 ქვეპუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.20 "გასწრება აკრძალულია" კრძალავს ყველა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას, გარდა ერთეული სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც მოძრაობენ 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით. მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს შეუძლია გაუსწროს ავტომატარებელს, რომელიც მოძრაობს 25კმ/სთ სიჩქარით.