![]()
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-5 პუნქტის თანახმად მარჯვნივ, ან მარცხნივ მოხვევის წინ მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც მოცემული მიმართულებით მოძრაობისთვისაა განკუთვნილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე გასასვლელად, სადაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული. იმავე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების თანახმად, მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზე განლაგებული, თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგების არსებობის შემთხვევაში მობრუნება სრულდება ამ ვაკისზე, თუ 5.8.1 და 5.8.2 ნიშნებით მოძრაობის სხვა წესრიგი არარის დადგენილი. ამასთან ტრამვაის მოძრაობას არუნდა შეექმნას დაბრკოლება. მოხვევა სრულდება ისე, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას სატრანსპორტო საშუალება არუნდა აღმოჩნდეს საპირისპირო მოძრაობის მხარეს. მარჯვნივ მოხვევისას სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს რაც შეიძლება ახლოს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან. მოცემულ სიტუაციაში სავალი ნაწილი მონიშვნის ხაზებითაა ზოლებად დაყოფილი და დაყენებულია მიმთითებელი ნიშანი 5.8.1 "ზოლზე მოძრაობის მიმართულებანი". მძღოლი ვადებულია მარჯვნივ მოხვევისათვის დროულად დაიკავოს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირი, მძღოლი კი იმყოფება სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს, ნაწილობრივ საპირისპიროდ მოძრავ ტრამვაის ლიანდაგზე, სადაც გასვლის და იქიდან მარჯვნივ მოხვევის უფლება არა აქვს.