საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 7.1.1 პუნქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" მიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე, ან წინ, მოძრაობის მიმართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე (ადგილამდე). მოცემულ სიტუაციაშია საგზაო ნიშნის 3.16 "მინიმალური დისტანციის შეზღუდვა" ქვეშ მოთავსებული დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" წარწერით 80 მ. მძღოლს აწვდის ინფორმაციას, რომ საგზაო ნიშნის მოქმედების ზონის დაწყებამდე დარჩა 80 მ.