![]()
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად, მოძრაობის დაწყების, ზოლიდან ზოლში გადასვლის, მოხვევის (მობრუნების) და გაჩერების წინ, მძღოლი ვალდებულია ჩართოს სიგნალების შესაბამისი მიმართულების შუქური მოხვევის მაჩვენებლები, ხოლო თუ ისინი არარის, ან გამოსულია მწყობრიდან, ანიშნოს ხელით. ხოლო იმავე თავის მე-20 მუხლის, მე-4 პუნქტის, "ბ" და "გ" ქვეპუნქტების თანახმად:ბ) არიმოძრაოს მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, მისაბმელის მოწყობილობის (მატარებლის შემადგენლობაში) გაუმართავობისას. დღე-ღამის ბნელ დროს მწყობრიდან გამოსული ჩამქრალი ფარებით (ან მათ გარეშე) და უკანა საგაბარიტო სინათლეებით გზაზე, რომელზედაც არარის ხელოვნური განათება, ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, აგრეთვე მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას ნისლის, წვიმის, ან თოვის დროს. გ) გზაში სხვა გაუმართაობის წარმოქმნისას, რომლის დროსაც აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, აღმოფხვრას იგი, ხოლო თუ ეს შეუძლებელია - წაიყვანოს ტრანსპორტი სადგომში, ან სარემონტო ადგილზე სიფრთხილის ყველა აუცილებელი ზომის გათვალისწინებით. მოცემულ სიტუაციაში მძღოლმა უნდა გააგრძელოს მოძრაობა სადგომ, ან სარემონტო ადგილამდე. გამაფრთხილებელი ნიშანი მისცეს ხელით.