საქართველოს სახემწიფო სტანდარტის №25478-91 "ავტოსატრანსპორტო
საშუალებები. ტექნიკური მდგომარეობისადმი მოთხოვნები მოძრაობის
უსაფრთხოების პირობებიდან გამომდინარე. შემოწმების მეთოდები"-ს 2.1 და 6.1
პუნქტების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია აკრძალულია, თუ:
2.1 მსუბუქი ავტომობილების და მათ ბაზაზე შექმნილი სატვირთო
ავტომობილების და ავტობუსების საჭის სამართავ მექანიზმში ჯამური ფოლხვა
აღემატება 10 გრადუსს. 6.1 მავნე ნივთიერებათა შემადგენლობა გადამუშავებულ
აირებში ან მათი ბოლვადობა აჭარბებს 17.2,/03-8/21393 სახელმწიფო
სტანდარტებით დადგენილს. მოცემულ სიტუაციაში სატრანსპორტო საშუალების
ექსპლუატაცია აკრძალულია, თუ მავნე ნივთიერებათა შემადგენლობა
გადამუშავებულ აირებში ან მათი ბოლვადობა აჭარბებს 17.2,/03-8/21393
სახელმწიფო სტანდარტებით დადგენილს.