საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 1.1 პუნქტის თანახმად გამაფრთხილებელი ნიშანი 1.1 "რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი” გვაფრთხილებს შლაგბაუმიან გადასასვლელთან მიახლოებაზე და იმავე პუნქტის განმარტებების თანახმად, ნიშნები 1.1, 1.2, 1.5-1.30 სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე იდგმება დასახლებული პუნქტის გარეთ 150-300 მეტრზე, დასახლებულ პუნქტში კი - 50-100 მეტრ მანძილზე. აუცილებლობისას, ნიშნები იდგმება სხვა მანძილზეც, რომელიც ამ შემთხვევაში მითითებულია 7.11 დაფაზე.ნიშნები 1.1, 1.2, 1.9, 1.10 1.21 და 1.23 დასახლებული პუნქტის გარეთ მეორდება. მეორე ნიშანი იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისიდან არანაკლებ 50 მეტრ მანძილზე. მოცემულ სიტუაციაში, დაუსახლებელ პუნქტში საგზაო ნიშანი 1.1 იდგმება ორჯერ: პირველი 150-300 მეტრში, მეორე - 50 მეტრში.