საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 2.7 პუნქტის თანახმად პრიორიტეტის ნიშანი 2.7 "უპირატესობა საპირისპირო მოძრაობასთან” აღნიშნავს გზის ვიწრო მონაკვეთს, რომელზედაც მოძრაობისას მძღოლს ენიჭება უპირატესობა შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით. საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების თანახმად საგზაო ნიშანი 2.7 იდგმება უშუალოდ გზის ვიწრო უბნის წინ. მოცემულ შემთხვევაში საგზაო ნიშანი 2.7 "უპირატესობა საპირისპირო მოძრაობასთან” იდგმება უშუალოდ გზის ვიწრო უბნის წინ.