საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად, ურელსო სატრანსპორტო საშუალების გასწრება ნებადართულია მხოლოდ მარცხენა მხრიდან, ხოლო იმ სატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომლის მძღოლმაც მისცა მარცხნივ მოხვევის სიგნალი და შეუდგა ამ მანევრის შესრულებას, წარმოებს მარჯვენა მხრიდან.მოცემულ სიტუაციაში, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გასწრებას აწარმოებს მარჯვენა მხრიდან, რითაც არღვევს საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს.