საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-4 თავის, მე-8 მუხლის, პირველი პუნქტის, "ბ" და "გ" ქვეპუნქტების თანახმად, გზაზე მოძრაობის შეზღუდვა, ან დროებით შეწყვეტა ხორციელდება: ბ) ცალკეული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით; გ) აუცილებლობის შემთხვევაში, გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების დროს, საქართველოს სასხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის "ბ” და "გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია მოთხოვნისას საგზაო პოლიციელს შემოწმებისათვის წარუდგინოს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემულ სიტუაციაში, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას მძღოლი ვალდებულია მოთხოვნისას პოლიციის მუშაკს შემოწმებისათვის გადასცეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.