საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 5.20.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.20.2 "მიმართულების წინასწარი მაჩვენებელი" გვაჩვენაბს ნიშანზე გამოსახული დასახლებული პუნქტებისა და სხვა ობიექტებისაკენ მოძრაობის მიმართულებას, ხოლო მწვანე ფონი მიგვანიშნებს, რომ მოძრაობა ნაჩვენებ დასახლებულ პუნქტამდე, ან ობიექტამდე განხორციელდება შესაბამისად ავტომაგისტრალით, ან სხვა გზით. იმავე კანონის მე-5 თავის, 29-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "ბ"' ქვეპუნქტის თანახმად დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია მოძრაობა საქალაქაშორისო და მცირე ზომის ავტობუსისა და მოტოციკლისა, ყველა გზაზე - არა უმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით; მოცემულ სიტუაციაში საქალაქათშორისო ავტობუსის მძღოლს შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა არაუმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით.