საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", მე-3 პუნქტის, 3.20 ქვეპუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.20 "გასწრება აკრძალულია" კრძალავს ყველა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას, გარდა ერთეული სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც მოძრაობენ 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით. ხოლო იმავე კანონის 320-ე მუხლის, მე-6 პუნქტის თანახმად ნელა მიმავალი მსხვილგაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაუსახლებელ პუნქტში მოძრაობისას, თუ ამ სატრანსპორტო საშუალების გასწრება გაძნელებულია, იკავებს რაც შეიძლება მარჯვენა მხარეს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – ჩერდება, რათა გაატაროს მის უკან მოძრავი სხვა სატრანსპორტო საშუალებები. მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს შეუძლია გაუსწროს ავტომატარებელს, რომელიც მოძრაობს 30 კმ/სთ სიჩქარით.