![]()
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "ბ" და "გ" ქვეპუნქტების თანახმად: ბ) შუქნიშნის დამატებით სექციაში ყვითელ, ან წითელ სიგნალთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაობისას მძღოლი გზას უთმობს შუქნიშნის ძირითად მწვანე სიგნალზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. გ) თუ შუქნიშნის, ან მარეგულირებლის სიგნალები ერთდროულად ტრამვაისა და ურელსო სატრანსპორტო საშუალების ნებას რთავს, მაშინ ტრამვაის აქვს უპირატესობა, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა, მაგრამ შუქნიშნის დამატებით სექციაში ყვითელ, ან წითელ სიგნალებთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაობისას ტრამვაიმ გზა უნდა დაუთმოს სხვა მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას;ხოლო იმავე თავის 25-ე მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად მწვანე, ყვითელი და წითელი ფერის ისრიანი (ისრებიანი), ან შუქნიშნის სიგნალებს იგივე მნიშვნელობა აქვთ, რაც შესაბამისი ფერის მრგვალ სიგნალებს, მაგრამ მათი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ისრით მითითებული მიმართულებით (მიმართულებებით). ამასთან, ისარი, რომელიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა, თუ ეს შესაბამისი საგზაო ნიშნით არარის აკრძალული. იგივე მნიშვნელობა აქვს მწვანე ისარს დამატებით სექციაში. დამატებითი სექციის გამორთული სიგნალი იძლევა ინფორმაციას, რომ მოძრაობა აკრძალულია ამ სექციით რეგულირებული მიმართულებით. მოცემულ სიტუაციაში გზაჯვარედინს პირველი გაივლის წითელი ავტომობილის მძღოლი.