საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, პირველი და მე-5 პუნქტების თანახმად:1. მოძრაობის დაწყების, ზოლიდან ზოლში გადასვლის, მოხვევის(მობრუნების) და გაჩერების წინ, მძღოლი ვალდებულია ჩართოს სიგნალების შესაბამისი მიმართულების შუქური მოხვევის მაჩვენებლები, ხოლო თუ ისინი არარის, ან გამოსულია მწყობრიდან, ანიშნოს ხელით.5. მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც მოცემული მიმართულებით მოძრაობისთვისაა განკუთვნილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე გასავლელად, სადაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული.მოცემულ სიტუაციაში მძღოლი ასრულებს მოხვევას გზაჯვარედინზე გასავლელად, სადაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული და წითელ ავტომობილზე ჩართული სიგნალი შეიძლება მიანიშნებდეს როგოც გზაჯვარედინზე წრიული მოძრაობაზე, მოძრაობის გაგრძელებაზე, ასევე მარჯვენა ზოლში გადადგილებაზე.