საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად გამაფრთხილებელი ნიშნები: _ 1.31.1 და 1.13.2 "მოხვევის მიმართულება" გვიჩვენებს მოძრაობის მიმართულებას შეზღუდული ხილვადობის მქონე მცირერადიუსიანი გზის მომრგვალებაზე ან გზის შესაკეთებელი მონაკვეთის შემოვლის მიმართულებას. - 1.31.3 "მოხვევის მიმართულება" გვაჩვენებს მოძრაობის მიმართულებას T-ს მგავს გზაჯვარედინზე ან გზების განშტოებაზე. გვაჩვენებს გზის შესაკეთებელი მონაკვეთის შემოვლის მიმართულებას. "T"-სებურ გზაჯვარედინზე მოძრაობის მიმართულებას მიუთითებს საგზაო ნიშანი 1.31.3, აღნიშნული მესამე ნომრით.