საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 2.5 პუნქტის თანახმად პრიორიტეტის ნიშანი 2.5. "მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია” კრძალავს მოძრაობის გაგრძელებას "სდექ” ხაზის წინ გაუჩერებლად, ხოლო თუ ის არ არის – გადასაკვეთი სავალი ნაწილის ნაპირთან. მძღოლი გზას უთმობს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას, ხოლო 7.13 დაფის არსებობისას – მთავარ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ნიშანი 2.5 იდგმება რკინიგზის გადასასვლელის ან საკარატინო საგუშაგოს წინ, ამ შემთხვევაში მძღოლი ჩერდება "სდექ" ხაზის წინ, ხოლო თუ ის არ არის – ნიშნის წინ. მოცემული საგზაო ნიშანი მძღოლს უკრძალავს გადამკვეთ ქუჩაზე გაუჩერებლად გავლას