საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) პირველი თავის პირველი მუხლის "ნ" პუნქტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალება არის ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, მოპედის გარდა, აგრეთვე ყველა სახის ტრაქტორი და თვითმავალი მანქანა.