საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 29-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "გ"' ქვეპუნქტის თანახმად დასახლებულ პუნქტში ნებადართულია მოძრაობა: მსუბუქი ავტომობილის მისაბმელის ბუქსირებისას, სხვა ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილებისა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3,5 ტონას, ავტომაგისტრალზე - არა უმეტეს 90 კმ/სთ, სხვა გზებზე - არა უმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით. ხოლო იმავე კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია გზის მარჯვენა მხარეს გვერდულზე, ხოლო თუ ის არარის - სავალი ნაწილის ნაპირთან. მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის და ავტობუსის მძღოლები არარღვევენ საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს.