საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 5.8.1 პუნქტის თანახმად საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშანი 5.8.1 "ზოლზე მოძრაობის მიმართულებანი" გვაჩვენებს ზოლების რაოდენობას და მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს ყოველ ზოლზე. მოცემულ სიტუაციაში გზაჯვარედინის წინ დადგმული მიმთითებელი ნიშანი 5.8.1 "ზოლზე მოძრაობის მიმართულებანი" მოძრაობის ნებას რთავს გააგრძელოს მოძრაობა: სატვირთო ავტომობილს მხოლოდ პირდაპირ, მსუბუქს - მხოლოდ მარჯვნივ. საგზაო ნიშნის მოთხოვნებს არღვევს ორივე მძღოლი.