საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999
წელი) პირველი თავის, 31-ე მუხლის, მე-8 პუნქტის თანახმად, მძღოლს შეუძლია
გადმოვიდეს სატრანსპორტო საშუალებიდან, თუ წინასწარ მიიღებს სატრანსპორტო
საშუალების თვითნებური მოძრაობის, ან სხვა პირის მიერ მისი გამოყენების
გამომრიცხავ ზომებს.
მძღოლს შეუძლია დატოვოს თავისი სამუშაო ადგილი მას შემდეგ, რაც მიიღებს
სატრანსპორტო საშუალების დაგორების და მისი არყოფნის დროს გამოყენების
საწინააღმდეგო ზომებს.