საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 3.20 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.20 "გასწრება აკრძალულია" კრძალავს ყველა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას, გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა, ხოლო იმავე თავის მე-7 პუნქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) აზუსტებს, ან ზღუდავს იმ ნიშნის მოქმედებას, რომელთანაც ის გამოიყენება.მოცემულ სიტუაციაში გზაზე დაყენებული ამკრძალავი საგზაო ნიშანი 3.20 "გასწრება აკრძალულია" დამატებითი ინფორმაციის ნიშნით (დაფით) 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" მიუთითებს, რომ ნიშნიდან 400 მეტრის შემდეგ იწყება ნიშნის მოქმედება. გზის მოცემულ მონაკვეთზე გასწრება ნებადართულია საგზაო ნიშნიდან 400 მეტრის მანძილზე.