საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "გ" ქვეპუნქტის თანახმად, თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით ხელმძღვანელობენ ტრამვაის მძღოლები. ასეთ გზაჯვარედინზე ტრამვაის უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა.მოცემულ სიტუაციაში ტრამვაის და მსუბუქ ავტომობილის მძღოლებს შეუძლიათ იმოძრაონ ერთდროულად, ამიტომ სატრანსპორტო საშუალების მძღოლები გზაჯვარედინს გაივლიან შემდეგი თანმიმდევრობით: ტრამვაი და მსუბუქი ავტომობილი, სატვირთო ავტომობილი. ე. ი. გზაჯვარედინს ყველაზე ბოლოს გაივლის სატვირთო ავტომობილი.