საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 22-ე მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად მძღოლი გზას უთმობს ლურჯი ფერის შუქურით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას, აგრეთვე გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებას, რომელზედაც ჩართულია ახლო განათების ფარები მათი შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად. მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლი არაფერხებს ოპერატიული მანქანის მოძრაობას და მას შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა დაკავებულ ზოლში.