საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის მე-2 თავის "საგზაო მონიშნები" 1.18 პუნქტის თანახმად საგზაო მონიშვნა 1.18 – აღნიშნავს გზაჯვარედინის ზოლებზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებას; გამოიყენება დამოუკიდებლად, ან 5.81, 5.82 ნიშნებთან შეერთებით; მონიშვნა ჩიხის გამოსახულებით მიუთითებს, რომ მოხვევა სავალ ნაწილზე აკრძალულია; უკიდურესი მარცხენა ზოლიდან მარცხნივ მოხვევის ნებადამრთველი მონიშვნა, ამავე დროს, ამ ზოლიდან მობრუნების ნებას იძლევა.მოცემულ სიტუაციაში არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არარღვევს საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს