საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" გამაფრთხილებელი ნიშნების განმარტების თანახმად, ნიშნები 1.1, 1.2, 1.9, 1.10, 1.21 და 1.23 დასახლებული პუნქტის გარეთ მეორდება. მეორე ნიშანი იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისიდან არანაკლებ 50 მეტრ მანძილზე. მოცემულ შემთხვევაში ნაჩვენებია გამაფრთხილებელი ნიშნები: 1.1 "რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი”, 1.2 "რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი”, 1.9 "გასახსნელი ხიდი", 1.10 "სანაპიროზე გასასვლელი", 1.21 "ბავშვები" და 1.23 "საგზაო სამუშაოები", ჩამოთვლილიდან დასახლებული პუნქტის გარეთ მეორდება ყველა საგზაო ნიშანი.