საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 2.4 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 2.4 "დაუთმე გზა" - მძღოლი გზას უთმობს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას, ხოლო 7.13 დაფის არსებობისას - მთავარ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. მოცემული საგზაო ნიშანი 2.4 "დაუთმე გზა" მძღოლს ავალდებულებს დაუთმოს გზა და გაატაროს გადამკვეთ ქუჩაზე მოძრავი ყველა სატრანსპორტო საშუალება.