საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-ე მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია გზის მარჯვენა მხარეს გვერდულზე, ხოლო თუ ის არარის - სავალი ნაწილის ნაპირთან, ხოლო იმავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად დგომა აკრძალულია იქ, სადაც აკრძალულია გაჩერება და იმავე მუხლის მე-4 პუნქტის ‘ბ” ქვეპუნქტის თანახმად, გაჩერება აკრძალულია რკინიგზის გადასასვლელზე, გვირაბში, აგრეთვე ესტაკადაზე, ხიდზე, გზაგამტარზე (თუ მოცემული მომართულებით მოძრაობისათვის სამ ზოლზე ნაკლებია) და მათ ქვეშ.მოცემულ სიტუაციაში დგომის წესები დაარღვია ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა.