საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "გ" ქვეპუნქტის თანახმად: გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. მოცემულ სიტუაციაში სატრანსპორტო საშუალებები გზაჯვარედინს გაივლიან შემდეგი თანმიმდევრობით: მოტოციკლი, სატვირთო ავტომობილი და მსუბუქი ავტომობილი.