საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის 1 თავის "საგზაო ნიშნები" 3.27 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.27 "გაჩერება აკრძალულია" კრძალავს სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებას და დგომას. ხოლო ამავე კანონის 5-ე თავის 27-ე მუხლის 5-ე პუნქტის თანახმად მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის დროს მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც მოცემული მიმართულებისთვისაა განკუთვნილი. მოცემული სიტუაციაში მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს.