საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 3.3 პუნქტის თანახმად ამკრძალავი ნიშანი 3.3 "მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია" კრძალავს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას. იმავე თავის 7.3.1-7.3.3 პუნქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები) 7.3.1-7.3.3 "მოქმედების მიმართულებები" მიუთითებს გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას, ან მოძრაობის მიმართულებას უშუალოდ გზასთან არსებული ობიექტისაკენ. მოცემულ სიტუაციაში გზაჯვარედინის წინ დგას საგზაო ნიშანი 3.3 "მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია", 7.3.3 დამატებითი ინფორმაციის დაფით, რომელიც მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება გზაჯვარედინზე ვრცელდება მარცხნივ და მარჯვნივ, ამიტომ მძღოლებს უფლება აქვთ გააგრძელონ მოძრაობა პირდაპირდა უკუმიმართულებით.