საქართველოს კანონის ":საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 38-ე მუხლის, მე-2 პუნქტის, "ა" და "ბ" ქვეპუნქტების თანახმად, შორი განათება უნდა გადაირთოს ახლო განათებაზე: ა) თუ დასახლებულ პუნქტში გზა განათებულია; ბ) შემხვედრის გვერდის აქცევის დროს სატრანსპორტო საშუალებამდე არანაკლებ 150 მეტრმანძილზე, აგრეთვე უფრო შორმანძილზე, თუ საპირისპიროდ მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ფარების შუქის პერიოდული გადართვით მიანიშნებს ამის აუცილებლობაზე. მძღოლმა შორი ნათება უნდა გადართოს ახლო ნათებაზე ორივე შემთხვევაში.